Saturday, March 10, 2018

Lesson 1 .


ყოფნა  To Be 👂 To Be Audio
Present 👂 (ToBepresent)
მე      ვარ                    ჩვენ        ვართ
შენ    ხარ                   თქვენ     ხართ
ის      არის                 ისინი     არიან




Past Simple  👂( ToBe_Past)
მე      ვიყავი             ჩვენ       ვიყავით
შენ    იყავი               თქვენ    იყავით
ის      იყო                  ისინი    იყვნენ



Future   👂( ToBe_Future)
მე    ვიქნები              ჩვენ       ვიქნებით
შენ  იქნები                თქვენ    იქნებით
ის    იქნება                 ისინი    იქნებიან 




დიალოგები📃
1 👂Diaogue1
-ალო..
-გამარჯობა, რომელი ხართ ?
-მე აკაკი ვარ. თქვენ რომელი ხართ ?
-მე ნინოს დედა ვარ.
-აჰ, გამარჯობა, ქალბატონო ანა, როგორ ხართ ?
-მადლობა, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს. ნინო სად არის?
-ნინო ახლა სახლში არაა. მეგობრებთან ერთადაა.
-აჰ, გასაგებია. მადლობა და ნახვამდის.
-ნახვამდის.

ლექსიკონი 📗ალო- Hello and it is used only when answering the phone.
გამარჯობა-Hello.
რომელი-Which
თქვენ რომელი ხართ - Who are you (🔍lit. Which are you ?)
დედა-Mother.
აჰ-
interjection emotion.
ქალბატონო-Mrs; Madam. here the word used in the Vocative Case.(ქალბატონი)
როგორ ხართ- How are you?
მადლობა-Thank you.
კარგად ვარ-  I am Fine
არამიშავს-I am so so.
სად-Where?
სახლი- Home/house. სახლში at home.
მეგობრებთან ერთადაა/მეგობრებთან ერთად არის- He/she is with his/her friends.
გასაგებია- Okay; It's clear.
ნახვამდის-Good bye


2👂 (Dialogue2)
-გიორგი, გუშინ სად იყავი ?
-გუშინ და გუშინწინ სოფელში ვიყავი.
-და იქ მარტო იყავი  ?
-არა, იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ.
- კარგია!
-კი, კარგი იყო.

ლექსიკონი 📗
გუშინ - yesterday.
და-and.
გუშინწინ-the day before yesterday.
სოფელი-Village სოფელში in the village.
მარტო-Alone.
არა-No.
მეგობრები.Friends 
კარგია-That's Good.
კი-yes.


3👂  (Dialogue3)
-ლეილა, ხვალ სად იქნები ?
-ხვალ მთელი დღე უნივერსიტეტში ვიქნები.
-და ზეგ?
-ზეგ სახლში ვიქნები. 
-შენი დახმარება მჭირდება. დამეხმარები ?
-კი, რა თქმა უნდა!
-დიდი მადლობა!

ლექსიკონი 📗
ხვალ- Tomorrow
მთელი დღე-
all day long, the whole of the day.უნივერსიტეტი- University.
ზეგ-the day after tomorrow.
შენი დახმარება მჭირდება-I need your help.
დამეხმარები ?-Will you help me?
რა თქმა უნდა!- Of course!
დიდი მადლობა-
Thank you very much.(🔍lit-Big Thank)



Roni Tskhoidze 2018
Youtube Channel 👉Learn Georgian with Roni
Facebook Page 👉 Learn Georgian with Roni

E-mail 👉rtskhoidze@gmail.com
 learngeorgianwithroni@gmail.com

1 comment: